კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო - საია ჩოლოიანზე

გამოქვეყნდა:

15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას იურისტები ეხმაურებიან. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს მომხდარს სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულის წაქეზებად აფასებს.

იურისტებს შეკითხვები ორმაგ სტანდატებთან დაკავშირებითაც აქვთ.

"არ იყო სრულყოფილად გამოძიებული ყველა სამართალდამცავის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, ერთადერთი ადამიანი დააკავეს და ის პირველი შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება, ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გვიჩენს ეჭვებს, რომ უბრალოდ ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, რომ ის საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელახსრულების დაწესებულებაში, და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა. 

საქმე სააპელაციო სასამართლოში სასჯელის დამძიმების კუთხითაა გასაჩივრებული. შემდეგი პროცესი 9 აგვისტოსაა ჩანიშნული. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი