რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას - ლიეტუვა

გამოქვეყნდა:

რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას - აგვისტოს ომიდან 13 წლისთავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. 

 „13 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. რუსეთის პასუხისმგებლობა დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინებით. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი