მკვლელობა და კრიმინალური გარჩევა ბორჯომში | დაკავებულ ბერს ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

ბორჯომში მოკლული 36 წლის ლევან ნამგალაძის საქმეზე დაკავებულ წალკის მამათა მონასტრის ბერს, ანტონ მაისურაძეს, პროკურატურამ ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. უწყების ცნობით, სასულიერო პირს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.მ.-მ, დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ლ.ნ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული დაზიანებებით  საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ა.მ.-ს 2021 წლის 7 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით (განზრახ მკვლელობა),  რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ა.მ.-ს 2021 წლის 8 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, მკვლელობა ბორჯომში 6 აგვისტოს მოხდა. ექიმების ინფორმაციით, ჭრილობები ნამგალაძეს კისრისა და მხრის არეში ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა. 

ნამგალაძის მკვლელობისთვის დაკავებული რომ წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძეა, ის, "მთავარმა არხმა" გაარკვია. მოგვიანებით, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი