საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20% და მცოცავი ანექსია გრძელდება - ასე ეხმაურება
ლიეტუვას პრეზიდენტი აგვისტოს ომის 13 წლისთავს. გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ მოსკოვის აგრესიული ქმედებები გეოგრაფიულად ფართოვდება და იხვეწება, რაც უნდა შეწყდეს.
"13 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომიდან. საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%. მცოცავი ანექსია გრძელდება. ჩვენ ვხედავთ მოსკოვის იგივე აგრესიულ ქცევებს, რომლებიც იზრდება, უფრო ინტენსიური ხდება, გეოგრაფიულად ფართოვდება და იხვეწება. ეს უნდა შეწყდეს, ჩვენ უკვე გვესმის ზარების საკმარისი ხმა, რომ გამოვფხიზლდეთ", - წერს ნაუსედა Twitter-ზე.
იხილეთ ასევე: