მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მისი აზრით, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას.

ასე უპასუხა თურნავამ ჟურანლისტის კითხვას ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შესახებ, რომელმაც პრემიერმინისტრის ხალხმრავალი ქეიფის შემდეგ თქვა, რომ რეგულაციები ყველასთვისაა.

"ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს, ახლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც ეხება პანდემიის მართვას და ყველაფერს ვწყვეტთ კოლეგიალურად. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს,  დაპირისპირება ესაა ყურით მოთრეული თემა, მოგონილი თემა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება, არაფერი არ ხდება მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას", - თქვა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი