"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე თვითმართველობის არჩევნებში "დამაჯერებელ გამარჯვებაში" დარწმუნებულია და ამბობს, რომ შეთანხმების ანულირება რომც არ მომხდარიყო რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი გამორიცხული იქნებოდა.
"რიგგარეშე არჩევნები გამორცხული იყო იმ შემთხვავაშიც, თუ შარლ მიშელის შეთანმხება ანულირებული არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ 43%-ზე დაბალი შეიძლება მივიღოთ და ამ შემთხვევაში მითუმეტეს გამორიცხულია, როცა არაფერ შუაში არ არის თვითმარველობის არჩევნები იმ არჩევნებთან რომელიც თქვენთვის შეიძლება ძალიან სასურველი იყოს, მაგრამ თვითმართველობის არჩევნები არ არის მსაზღვრელი საპარლამენტო არჩევნებისა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი. ამავე თემაზე:
რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, არჩევნები იქნება 2024 წელს - კალაძე
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.