"მთავარი" როცა გააშუქებთ რაც ჩემ დროს გაკეთდა, მერე გიპასუხებთ - დუშეთის მერი დღეს დაგეგმილ კონცერტზე

გამოქვეყნდა:

უმძიმესი კოვიდვითარების ფონზე კულტურის სამინისტრო რეგიონებში კონცერტების გამართვას ისევ აგრძელებს -  დღეს, 11 აგვისტოს 14:00 საათზე დუშეთის ცენტრალურ  ბულვარში, საქართველოს სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის კონცერტია დაგეგმილი.

მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ღია სივრცეში კოვიდ-რეგულაციების დაცვით გაიმართება. "მთავარი" დუშეთის მერს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ხომ არ გადაიდება დაგეგმილი ღონისძიება მძიმე ეპიდვითარების გამო , თუმცა ზურაბ სეხნიაშვილმა მთავარის კითხვებს თავი აარიდა:

"მთავარი არხიდან ბრძანდებით?! აი მთავარი არხი როცა გააშუქებს დუშეთში რაც ჩემ დროს გაკეთდა მერე გაგცემთ პასუხს, მადლობთ, კარგად იყავით", - უთხრა მან ჟუნალისტს. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი