უკავშირდება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ დოკუმენტს - ლილუაშვილი სუს-ის ახალ გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ უწყების მხრიდან, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სუს-ის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, გამოძიება სოციალურ ქსელში გასაჯაროებულ დოკუმენტებს უკავშირდება, რომლებიც საიდუმლო ნიშნებს შეიცავს.

"გამოძიების საფუძველია ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კონკრეტული დოკუმენტების საჯარო სივრცეში გამოქვეყნებას, რომელიც შეიცავს საიდუმლოების ნიშნებს. თუმცა ეს არის სავარაუდო ვერსია, ვინაიდან გამოძიების დასრულების შემდეგ უკვე გვექნება ზუსტი ინფორმაცია, რა როგორ.

ეს უკავშირდება იმ დოკუმენტებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში იქნა გამოქვეყნებული",- თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გამოძიების ფარგლებში, უწყებაში დაიბარეს "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელები. ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიორგი ყუფარაძის დაკითხვა სუს-ში უკვე ერთი საათია გრძელდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელები მათ მიმართ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ.

სუს-მა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყ, თუმცა ოფიციალური განცხადების გარდა, უწყება დეტალებზე არ საუბრობს, რა იგულისხმება "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში", რითიც საქმეა აღძრული.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი