უკრაინის შს მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ ქვეყნის თვითმფრინავებმა ქაბულიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები გაიყვანეს, თუმცა კულებას განცხადებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს მოქალაქეებზე:
"ავღანეთში უკრაინის თვითმფრინავებმა ქაბულიდან, უკრაინის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსისა და ავღანეთის მოქალაქეები გაიყვანა. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს და ვეხმარებით სხვებს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელი იქნება და დავეხმარებით უკრაინელებს და უცხოელებს",-წერს დმიტრო კულება.
ავღანეთში ამჟამად საქართველოს 20-მდე მოქალაქეა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, აქტიურ კომუნიკაციაში არიან უკრაინულ მხარესთან, რათა ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები უკრაინის საჰაერო ბორტით დაბრუნდნენ ქვეყანაში.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს, თალიბანი ქაბულში შეიჭრა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.