"ოცნებიდან" ვართ ყველანი წამოსული და იციან, რომ პრობლემას შევუქმნით - ყუფარაძე ისევ სუს-ში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. 

უწყების გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დღეს ისევ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის" ხელმძღვანელები არიან დაბარებული.

ორგანიზაციის დამფუძნებელი ამტკიცებს რომ საქმე პოლიტიკურია და მიზნად მათ დისკრედიტაციას ისახავს. ყუფარაძე ამბობს, რომ სუსი "ქართული ოცნებიდან" წასვლას არ პატიობს.

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ამბავი რამენაირად გაგვანეიტრალონ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომ "ოცნებას" არ შეექმნას პრობლემა. ეს მოდის ზემოდან, კობახიძე, მდინარაძეებიდან და ა.შ "ოცნებიდან" ვართ ყველანი წამოსული და იციან, რომ პრობლემას შევუქმნით რაღაცებთან დაკავშირებით, მაგიტომ ხდება ეს ამბავი ჩვენ გარშემო",- ამბობს გიორგი ყუფარაძე. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, თუმცა ოფიციალური განცხადების გარდა, უწყება დეტალებზე არ საუბრობს. უცნობია რა იგულისხმება "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში". საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.  

ამ გამოძიების დაწყების შემდეგ კი "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" თანამშრომლებს სუს-ში გამოკითხვებზე ატარებენ.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი