ევროკავშირმა უნდა მიიღოს ავღანელი მიგრანტები - ევროპარლამენტის თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უნდა მიიღოს ავღანელი მიგრანტები და ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, შურისძიების მსხვერპლი აღმოჩნდნენ - Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გააკეთა. დავიდ სასოლიმ განმარტა, რომ ავღანეთიდან წამოსული ლტოლვილები თანაბრად უნდა განაწილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს პასუხისმგებლობა და ევროკომისიას შეუძლია, ნება დართოს ავღანელების თანაბარ განაწილებას წევრ სახელმწიფოებში, რათა შეინარჩუნოს პარიტეტი. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს. 

”ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, ვინც მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ ჩვენთან, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მათზე შურისძიების საშუალება”, - განუცხადა სასოლიმ ჟურნალისტებს ვილნიუსში ვიზიტისას.

Reuters წერს, რომ ავღანეთის დაკავების შემდეგ, თალიბანმა განაცხადა, რომ მათ სურთ მშვიდობა და ძველი მტრების წინააღმდეგ შურისძიებას არ აპირებენ. გარდა ამისა, პატივს სცემენ ქალთა უფლებებს ისლამური კანონის ფარგლებში, მაგრამ ბევრი ავღანელი სკეპტიკურად უყურებს ამ დაპირებებს. ათასობით მოქალაქე სასოწარკვეთილია და ქვეყნის დატოვება სურს. 

ბოლო ინფორმაციით, დღეს ავღანეთში თალიბანის დაჯგუფების საწინააღმდეგო აქციაზე სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა. ათობით პირი კი დაშავდა.

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ. თალიბანის ქაბულში შესვლის შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში წავიდა. არსებული ცნობებით, 15 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 2200 -ზე მეტი დიპლომატი და სამოქალაქო პირია ევაკუირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი