თბილისის მერიამ ბრალდებების საპასუხოდ, მის წინააღმდეგ გაფიცული თანამშრომლები გამოიყვანა 

გამოქვეყნდა:

მერიის პასუხი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს - საკუთარი პოზიციის დასაცავად, მერიამ დასუფთავების სამსახურის ისევ ის თანამშრომლები გამოიყვანა, რომლებიც ერთი კვირის წინ სამუშაო პირობების გამო გაფიცულები იყვნენ და ხელმძღვანელების მიმართ პრეტენზია ჰქონდათ.

მემანქანეები ამბობენ, რომ ხელფასის გაზრდას და ნორმალურ სამუშაო პირობებს ისევ ითხოვენ, თუმცა დღეს მხოლოდ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ ირაკლი ბაღდავაძის საჯარო განცხადებებს გაემიჯნონ. 

"ჩვენ გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად ყველა ტელევიზიასთან მიდის, როგორც ვარსკვლავი. ბევრი რაღაცა არი სიცრუე, რასაც ის ლაპარაკობს და ეს მარტივია რომ გაიგოთ",- ამბობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში არსებულ პრობლემებსა და შესაძლო კორუფციაზე ორი დღის წინ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

ამის შემდეგ კი თქვა, რომ "მთავარი არხისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სახლთან პატრულის თანამშრომლები დახვდნენ და ტესტზე შეამოწმეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი