"ეს არის სრული აბსურდი, არანაირ პოლიტიკურ დევნაზე არ არის საუბარი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე საუბრობს და ენმ-ის ლიდერის, კობა ნაყოფიას აეროპორტში შეფერხებასა და მისი ბარგის უკანონოდ გაჩხრიკვას ეხმაურება.
ეს არის სრული აბსურდი, არანაირ პოლიტიკურ დევნაზე არ არის საუბარი. არის შესაბამისი პროცედურები მითუმეტეს, როცა კოვიდ-უსაფრთხოების პრონციპები აქტუალური და განსაკუთრებული არამარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის გარკვეული შეზღუდვები და რეგულაციები მოქმედებს. თუ კობა ნაყოფია ფიქრობს და თვლის იმას, რომ გარკვეული პროცედურები იყო მის მიმართ კანონსაწინააღმედგოდ განხორციელებული, მას სრული უფლებამოსილება აქვს, რომ გარკვეულ უწყებებს მიმართოს და ეს ფაქტი იქნება დეტალურად გამოძიებული, - ამბობს მიქანაძე.
ცნობისთვის, 21 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კობა ნაყოფიას საზღვრის დაცვის თანამშრომლები საქართველოში შემოსვლის საშუალებას 1 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ. დაცვის თანამშრომლებმა უკანონო ქმედებასაც მიმართეს და ოპოზიციონერ ლიდერს ბარგი გაუჩხრიკეს.
მომხდარზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
იხილეთ ასევე: