სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარისა და შეთანხმების ანულირების გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე - უგულავა

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა პრემიერმინისტრის იმ განცადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის დახმარების 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, სიმართლე ისაა, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე.

"სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ამ ტრანშზე. პრეზიდენტმა მიშელმა საჯაროდ გააფრთხილა ღარიბაშვილი. ხოდა ეს მესიჯ-ბოქსი მოიგონეს - ვალებს ვისტუმრებთო. სინამდვილეში, მილიარდელი ოლიგარქის მთავრობამ დააგროვა კატასტროგულად მაღალი ვალი მშპ-თან მიმართებაში, რაც ჩვენი შვილების გადასახდელია

გამოსავალი არის-ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე", - წერს გიგი უგულავა. 

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით განმარტა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ცნობისთვის, დახმარების მისაღებად ხელისუფლებას რეფორმები როგორც ფინანსური მმართველობის გაუმჯობესების, ისე მართლმსაჯულების მიმართულებით უნდა გაეტარებინა. რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი