საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს მოქმედი წევრების სასამართლოს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმნისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 75 მილიონი ევროს დახმარება, რომელზეც უარი თქვეს, არა ევროკავშირის დახმარება, არამედ სეხსია. მისივე აზრით, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებ EU-ს წევრების სასამართლოს.

"ჩვენ მოსახლოებას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი - ხაზს ვუსვამ, 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მე მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. 

ამას გარდა მე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რეფორმებს აგრძელებენ და სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება. ღარიბაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა არც ამჯერად დავიწყებია და თქვა, რომ შეთანხმების ანულირება სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ამ პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. 

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ უზრუველყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამავე განცხადებაში EU-მ მხარეებს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეახსენა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით განმარტა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ამავე თემაზე 30 აგვისტოს "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი