ბათუმელი დოლაბერიძეების ოჯახი შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს - ავთანდილ გალდავას შანტაჟში, მუქარასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს.

უფლებადამცველ ზაზა პაპიძის განცხადებით, ლაშა დოლაბერიძეს ავთანდილ გალდავა დაემუქრა, რომ "გაუჩალიჩებდა", თუკი ის ქვეყანა არ დატოვებდა. მუქარიდან ცოტა ხანში ხვიჩა დოლაბერიძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს პოლიციელებმა დააკავეს.

ადვოკატისა და ოჯახის მტკიცებით, დოლაბერიძეს განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "უპრენორფინი" ჩაუდეს.

აღსანიშნავია, რომ დოლაბერიძე იმ სამმართველოს პოლიციელებმა დააკავეს, რომელშიც ავთანდილ გალდავა წლების განმავლობაში მუშაობდა.

ოჯახის თქმით, ავთანდილ გალდავა ხვიჩა დოლაბერიძეს თანამშრომლობას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო, ამის შემდეგ კი გადაემტერა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი