"მთავარის" ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულები წარსულში გახარიასთან თანამშრომლობდნენ და "ოცნებას" ქუჩის "დალაგებაში" ეხმარებოდნენ

გამოქვეყნდა:

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები "მთავარი არხის" ინფორმაციით, წარსულში გიორგი გახარიასთან, მისი პრემიერმინისტრობის დროს აქტიურად თანამშრომლობდნენ და "ოცნებას" არჩევნებშიც ეხმარებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ "უბნების დალაგება" ევალებოდათ. ხოლო მას შემდგ, რაც გახარია "ოცნებიდან" წამოვიდა, ე.წ. ავტორიტეტებმაც მასთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს, რის გამოც ხელისუფლების სამიზნეები გახდნენ.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია შიდა ქართლში შსს-მ 16 სექტემბერს ჩაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი