ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა - გაბუნია სისხლიან ბანერებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების ჩანაცვლებას სისხლიანი ბანერებით, უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ "ნებსით თუ უნებლიედ" ეს პროცესს ვნებს.

"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალეტერნატიული თემით რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიური, გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრო, NCDC ამ პოზიციას ემხრობა", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ამ ფონზე კი საყურადღებოა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რასაც თავად გაბუნიაც ადასტურებს და საგანგაშოს უწოდებს.

ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაცა მოხვდა.

ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტს გმობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი