ოჰ, ოჰ, ოჰ, რაის დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში საქართველოს ელჩის დაბარებისა და კრიტიკის მიუხედავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არანაირ დიპლომატიურ სკანდალში არაა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან საუბარი სუს-დან გამოჟონილ ჩანაწერებზე საერთოდ არ ყოფილა.

კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოს შეეხო და 3-4 კითხვა სხვადასხვა საკითხებზე დაისვა. 

"ოჰ ოჰ ოჰ რაის დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი, არავითარი დიპლომატიური სკანდალი. რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციას და მერე ვინც აქვეყნებს ამას, ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სუს-ის ფალიებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს.  ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის პირველი დიპლომატია ვისაც ახსნა-განმარტებისთვის იბარებენ.

ცნობისთვის, სუს-დან გამოჟონილი ფაილების მიხედვით საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდნენ. ფაილებში მოხვდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, აშშ-ის საელჩოს მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი, ელჩი კელი დეგნანის თანაშემწე.

13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი