სუს-ის სკანდალური მასალებიდან ირკვევა, რომ წლებია, გავლენიან სასულიერო პირებს მჭიდრო კავშირები აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან და მოსკოვში, კრემლის მფარველობის ქვეშ მოქმედ ბიზნესმენებთან.
პირადი მეგობრობის მიღმა რომ დიდი ალბათობით კიდევ სხვა ინტერესია, თავად უსაფრთხოების სამსახურის პირადი შენიშვნიდანაც ჩანს. რატომ არ აქვს რეაქცია სახელმწიფოს, გაურკვეველი რჩება.
ერთ-ერთ დოკუმენტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ლუსკუმაში ფარულად ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატით, კონკრეტული სასულიერო პირი გავლენიანი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების. ასევე პირადად ილია მეორეს ფარულად უსმენდა.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" სუს-ის მოქმედმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: