"სახლის თანხა მთლიანად შეჭამა... ჩემს ქმარს ნერვიულობისგან თირკმელები გაეთიშა" - ფიფიას თაღლითობის მორიგი მსხვერპლი ოჯახი

გამოქვეყნდა:

დაზარალებულთა წრე ფართოვდება - ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" გაშიფრული თაღლითური სქემის მთავარ ფიგურანტს ბესო ფიფიას, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, მათ შორის კახა კალაძის მამა მფარველობს, კიდევ ერთი მოქალაქე ამხელს.

მარინა ბაღდოშვილის ოჯახიც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. დაზარალებული "მთავართან" ყვება, რომ ფიფიამ ოჯახს რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ ბიზნესი, ფული და საცხოვრებელი სახლი გამოსძალა, შემდეგ კი მიიმალა.

ფიფიას თაღლითურ სქემას ემსხვერპლა ოჯახის ერთი წევრის სიცოცხლე, თავად მარინა ბაღდოშვილს კი ქალაქის დატოვება მოუხდა. 

დავკარგე ყველაფერი აბსოლუტურად. დაიწყო ესე იგი 20 ლარის სესხებით. ჩვენ ძალიან დიდი ბიზნესი გვქონდა თბილისში. ჩვენ ჩვენი ბიზნესი გვქონდა და უბრალოდ ეს ბინა გვქონდა ჩადებული ბანკში. უნდა გადაგვეხადა ამ ბინის თანხა, ბანკიდან უნდა გამოგვესყიდა. ეს თანხა მთლიანად შეჭამა ბესო ფიფიამ. აბსურდულ საბუთებს აჩვენებდა. ჩემს ქმარს დაატარებდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ბანკებში და აღებინებდა თანხას მის სახელზე. მიზანში ჰქონდა ამოღებული ისეთი ოჯახები, ვისაც 1-2 კაპიკი ჰქონდა სახლში. ჩემთან დაიჩივლა, ჩემი მეუღლეც იქ იყო, ორდენიძეს ბევრი ფული აქვს და მაგას ნახე, რას ვუზამო. ნერვიულობის და მაღალი წნევის შედეგად თირკმელები გაეთიშა. ქალაქი დავტოვეთ. წამოვედი საერთოდ, არავის დანახვა აღარ მინდოდა იმიტომ რომ ერთადერთი შვილი დამრჩა და მინდოდა, რომ ის გადამერჩინა, - ამბობს ბაღდოშვილი "მთავარ არხთან".

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი