ვინ და როგორ გეგმავდა ნიკა გვარამიას მკვლელობას | რეალობა თუ წინასაარჩევნო პროვოკაცია

გამოქვეყნდა:

შეკვეთილი მკვლელობა - სუსი ადასტურებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ლიკვიდაციისთვის რუსეთიდან უკვე მეორე ჯგუფი შემოვიდა. უფრო მეტიც, ქილერების ერთი ჯგუფი ჯერ კიდევ თბილისშია და ნიკა გვარამიას გადაადგილების მარშრუტის სქემაზე მუშაობს.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გადაადგილების მარშრუტის შესასწავლად და მკვლელობის დასაგეგმად საქართველოში ოკუპირებული ცხინვალიდან ვინმე გია მანიკინი ივლისის თვეში უკანონოდ შემოვიდა. ქილერების მეორე ჯგუფი კი ქვეყანაში მანიკინის წასვლის შემდეგ ჩამოვიდა. სუსში ამის შესახებ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, მაგრამ უწყებას მედიამენეჯერის დასაცავად არაფერი გაუკეთებია. 

კონფიდენციალური საუბრის ბოლოს, მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს სუსის მაღალჩინოსნებმა უთხრეს ისიც, რომ მის გარდა კიდევ ერთი ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმება. 

მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი ფაქტი უსაფრთხოების სამსახურში შეხედრის დასრულების შემდეგ მოხდა. სუსმა გვარამიას კონფიდენციალობის დაცვა მოსთხოვა, თუმცა სულ რაღაც ერთ საათში სპესსამსახურმა თავად გამართა ბრიფინგი და გაასაჯაროვა ყველაფერი, რის შესახებაც საიდუმლოდ ესაუბრნენ მედიამენეჯერს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი