მარტივი ფეიქია, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ  - კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაა და ის ვიდეოები, რომლებიც მან გაავრცელა ბათუმში გადაღებული არაა. კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მარტივი ტექნოლოგია გამოიყენა და ამაზე "ოცნების ექსპერტები" მუშაობენ.

"რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა "დიფფეიქის" ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივად არის გადაღებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გეტყვიან ამაზე პასუხს. ძალიან მარტივი ფეიქია რაც მიხეილ სააკაშვილისგან ბუნებრივია არავის უკვირს", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, ეს "კლოუნადა" იმას ემსახურება, რომ პარტიის შიდა დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილი უფრო მაგარი ბიჭია, ვიდრე ნიკა მელია ან ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი