"ოცნება" ჩამოშლილია, არ ეყოფა ძალა დააკავონ - ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის აზრით, "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, მთავარი ხვალინდელი დღეა, რადგან ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ.

ხერხეულიძემ ყველას სიმშვიდისკენ და ერთობისკენ მოუწოდა.

"ყველა თავმოყვარე პატრიოტმა უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დადგება ამის აუცილებლობა, გარწმუნებთ. ჩემი ღრმა რწმენით, ჩამოშლილია "ქართული ოცნება" და არ ეყოფა იმის ძალა, რომ ის დააკავონ, მაგრამ თუ ასეთი რაღაც მოხდა, შედგება თუ არა დაკავების აქტი ამას ვიხილავთ ერთად", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მან სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა და ის საქართველოშია. ხერხეულიძის თქმით, უმოკლეს ვადებში გავრცელდება კიდევ ვიდეოები და თავად მიხეილ სააკაშვილი გააჟღერებს გეგმებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მიხეილ სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი