მიხეილ სააკაშვილთან ციხეში სახალხო დამცველი შევიდა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწერებულებაში მივიდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი. 

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან თქვა, ის მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება და კითხვები ექნება დაკავების პროცესზე.

ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი