"ხომ არ აპირებთ, შეიწყალოთ მესამე პრეზიდენტი?" | სალომე ზურაბიშვილი დუმს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "მთავარი არხის" შეკითხვებს არ უპასუხა.

"ხომ არ აპირებთ, რომ შეიწყალოთ მესამე პრეზიდენტი... მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია გქონდათ?" - ჰკითხა "მთავარის" ჟურნალისტმა მას, თუმცა ზურაბიშვილი დუმს. 

ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც 
უარყოფდა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი