მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრორუსული ხელისუფლების გამოგონილი ბრალდებით დააკავეს - მარია ბარაბაში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრორუსულმა მთავრობამ უსაფუძვლო ბრალდებით დააკავა. როგორც მარია ბარაბაში ამბობს, საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. 

"მომხდარი ჩემთვის გაუგებარია. რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობას შევახსენებ, რომ დაკავებული პირი უკრაინის მოქალაქეა. ქართულმა პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიერ გამოგონილი, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით დააკავა, ეს უკანონო ქმედებაა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ და მისი გათავისუფლება მოითხოვონ", - თქვა მარია ბარაბაშმა.

ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი