რუსთავის მე-12 დაწესებულების ეზოში, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეშ გადაჰყავდათ, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმი, წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანები იყო მობილიზებული. აღნიშნულმა მანქანებმა რუსთავის მე-12 დაწესებულების ეზო ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც
უარყოფდა.
იხილეთ ასევე: