მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს - ნინო ლომჯარია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვების შემდეგ ისაუბრა. ნინო ლომჯარია ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე რეზიდენტი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. 

ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი