საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავებას ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Washington post ეხმაურება.
გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებიდან, რომელშიც ამბობდა, რომ ის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნდა, პრემიერმინისტრმა რამდენიმე საათის შემდეგ გამოაცხადა, რომ ის დააკავეს.
"თავდაპირველად მთავრობა უარყოფდა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, ღარიბაშვილმა თქვა: მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია ციხეში",- წერს გამოცემა.
Washington post ასევე წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ის მაინც განიხილებოდა, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა, მან თავის მომხრეებს თბილისში, კვირას, აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყანაში დაბრუნდა - BBC
ცნობისთვის, დღეს, 1-ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.
იხილეთ ასევე: