თბილისი დავიბრუნეთ, ისე, როგორც დავუბრუნეთ მთელი ქვეყანას - ასეთია "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გაცნობის შემდეგ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ყველა უბანზე ხმები იყოს მაქსიმალურად დაცული.
"ქართული ოცნება დამარცხებულია თბილისში. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა ხმის დაცვა, ოცნება შეეცდება შეცვალოს შედეგები, რაც არ გამოუვა, რადგან დამაჯერებლად იგებს ოპოზიცია თბილისში, რეგიონებშიც ასეთი შედეგი იქნება. ეს არის ფაქტი, ჩვენ თბილისი დავიბრუნეთ და ახლა გვჭირდება ზუსტად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ხალხის ნებიდან გამომდინარე გვეკუთვნის ოპოზიციას",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ზეიმი "ქართულ ოცნებაში" არის მცდელობა, რომ საკუთარი მომხრეები გაამხნევონ.
იხილეთ ასევე: