EPP: მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა, ზრდის პოლარიზაციას ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

"ევროპის სახალხო პარტია" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის გამო ამ არჩევნებმა შეშფოთება გამოიწვია.

ევროპის ყველაზე დიდი პარტია წერს, რომ  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ანგარიშებში ხაზი გაუსვეს დემოკრატიული სტანდარტების შემცირებას, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობას, არათანაბარ პირობებს, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, დარღვევებსა და სიძულვილის ენას. 

"...გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა გააკეთეს შეუწყნარებელი და პროვოკაციული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს საქართველოში, რაც ღრმად გვაშფოთებს", - წერია განცხადებაში.

EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც გადაწყდება დიდი ქალაქების ბედი. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებით და კონსტრუქციულ დღის წესრიგში დაბრუნებით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმების პროცესს", - წერს პარტია. 

ცნობისთვის, საქართველოს 20 ქალაქში მეორე ტური სავარაუდოდ,  30 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი