ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კერძო ბიზნესს მოუწოდებს, მათი თანამშრომლებისგან ვაქცინაცია მოითხოვონ. 

ბაიდენის თქმით, პანდემიას დაამარცხებენ, თუ უფრო მეტი ამერიკელი მიიღებს საკუთარ დოზებს.

"მათ [ვაქცინების] გარეშე, ჩვენ ვდგავართ თვეების განმავლობაში გაუთავებელ ქაოსის პირისპირ ჩვენ საავადმყოფოებში, ეკონომიკური ზიანისა და შფოთვის წინაშე ჩვენ სკოლებში, ცარიელი რესტორნებისა და მცირე კომერციის წინაშე. [...]

მე მოვუწოდებ მეტ დამსაქმებელს, იმოქმედონ. ჩემი გზავნილია: მოითხოვეთ თქვენი თანამშრომლებისგან ვაქცინაცია. ვაქცინაცია დაამარცხებს ამ პანდემიას", - აღნიშნა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ანგარიშის მიხედვით 185 მილიონზე მეტი ამერიკელი სრულად ვაქცინირებულია, ვაქცინაციის უპრეცედენტო ტემპმა კი 100 000 სიცოცხლე გადაარჩინა და თავიდან აიცილა 450 000 ჰოსპიტალიზაცია.

თეთრი სახლის მონაცემებით, 3 500-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე დააწესა ვაქცინის რაიმე სახის მოთხოვნა, მათ შორის არის ბიზნესის 25%, საავადმყოფოების 40%, კოლეჯები და უნივერსიტეტები, რომლებიც ემსახურება ყველა კურსდამთავრებულისა და ბაკალავრიატის 37% -ს. მათ განაცხადეს, რომ კიდევ ათასობით ბიზნესი დააწესებს მოთხოვნებს მომდევნო კვირების განმავლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი