
საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა იმედგაცრუება და უკმაყოფილება ესტონეთის საელჩოს სატელეფონო ზარების მოსმენის გამო - ამის შესახებ გამოცემა
Postimees წერს.
”არალეგალური თვალთვალი არის 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების უხეში დარღვევა, ის აკარგინებს ნდობას პარტნიორ ქვეყნებს შორის და ძირს უთხრის ნორმალურ დიპლომატიურ მუშაობას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება და გაარკვიოს ინციდენტის გარემოებები,” - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა Postimees-ს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება ესტონეთის მნიშვნელოვან პარტნიორად, რომლის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც ყოველთვის დაუჭერენ მხარს.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ დიპლომატებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.