საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით შსს-მ ჩაატარა, დევს მამა-შვილ წოწოროების ვიდეოჩვენებები, საიდანაც ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 28 სექტემბერს შემოვიდა და არა 1-ლ ოქტომბერს, როგორც ამას "ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ. მამა-შვილის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება ტყუის, როდესაც გარკვეულ სტრატეგიებზე საუბრობს:
მოვიდა მიხეილ სააკაშვილი და ჩამიჯდა უკან მანქანაში, ამის შემდეგ წავედი, დავდექი "სტაიანკაზე" და იქიდან წავედი აბაშაში - ამბობს შალვა წოწორია.
იგივეს ამტკიცებს მისი მამაც, ზურა წოწორია.
მათი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი აბაშაში, კონკრეტულ სახლში მიიყვანეს
მამა-შვილი წოწოროები დანაშაულის დაფარვისთვის არიან დაკავებულები. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სრულად:
ფოთი-აბაშა-ბათუმი-ქუთაისი-თბილისი | მესამე პრეზიდენტის მარშრუტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ;