მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მასალებში დევს ფოთის ნავსადგურის თანამშრომლის ჩვენება:
"მიმდინარე წლის 28 სექტემბრის საღამოს 8 საათიდან, 29 სექტემბრის დილის 8 საათამდე ვიყავი ცვლაში, რა დროსაც გვიან ღამით, 2 საათის შემდგომ, გეზში შემოვიდა თეთრი ფერის "სკანიას" მარკის სატვირთო ავტომანქანა, კერძოდ მაცივარ-მისაბმელი. მძღოლმა სალონიდან პირდაპირ ჯიხურში გადმომაწოდა დოკუმენტი. დავიწყე ავტომანქანის დათვალიერება. შევამოწმე ემთხვეოდა თუ არა ერთმანეთს ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, მისაბმელის სახელმწიფო ნომერი, ლუქის ნომერი დოკუმენტის მონაცემებს. დათვალიერებისას გავარკვიე, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო",- წერია დოკუმენტში.
საქმის მასალებში არსებული ჩვენებებით ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცება, რომ იცოდნენ მესამე პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი, ჰქონდათ ინფორმაცია და სტრატეგიის მიხედვით მოქმედებდნენ, ტყუილია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტმა ვიდეოები გაავრცელა და თქვა, რომ უკვე სამშობლოში იყო.
ვრცლად: