დიდი დიღმის ტერიტორიაზე, გუშინ, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შენობების კედლებსა და საავტომობილო გზებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წარწერები გააკეთეს - "თავისუფლება მიშას".
რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით წარწერები გაჩნდა. ამავდროულად, მმართველი პარტიისთვის, ფერადი საღებავი კრიმინალად რჩება, რადგან ისინი გუშინ სამოქალაქო აქტივისტებს წარწერების განთავსების საშუალებას არ აძლევდნენ.
"მიგვაჩნია სირცხვილად, რომ მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ააშენა ეს ქვეყანა არის ციხეში და არის პოლიტიკური პატიმარი. როდესაც ვაკეთებდით წარწერებს, მოვიდა კრიმინალური პოლიციის 2-3 ეკიპაჟი და ფიზიკურად ვერაფერი ვერ გვითხრეს, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში იყო ეს ქმედება. პოლიციამ ვერ განგვიმარტა ვერც მუხლი და ვერც ვერაფერი, გუგლავდნენ მუხლს, რომელი მუხლით უნდა დავეჯარიმებინეთ, უბრალოდ მოგვიწოდეს, რომ შეგვეწყვიტა ეს ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაკავებდნენ, მაგრამ რატომ დაგვაკავებდნენ ეს ვერ განგვიმარტეს. დავიწყეთ დიღმით, გავაგრძელებთ სხვა რაიონით, მთელი ქალაქი აჭრელდება",- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ რაც უფრო ეცდებიან, მათთვის ხელის შეშლას, მით უფრო "ბევრს მიიღებენ".
იხილეთ ასევე: