"ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც დაუკაკუნებდა მიხეილ სააკაშვილი და სახლში არ შეუშვებდაო" | თამარ კორძაია მამა-შვილ წოწორიებსა და ელგუჯა ცომაიას შეხვდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ პოლიტპატიმრებს, მამა-შვილ წოწორიებსა და ელგუჯა ცომაიას ე.წ. მატროსოვის ციხეში თამარ კორძაია შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ამბობს, რომ ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

ვთვლი, რომ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ადამიანის ვალია, მოვინახულო ისინი ციხეში, რადგან ამ მძიმე ვითარებაში ისინი აღმოჩნდნენ სწორედ პასუხისმგებელი პირები... ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არცერთი არ უჩვის ჯანმრთელობას, უბრალოდ, ბატონმა ელგუჯამ თქვა ასეთი რამ, რომ მამა-შვილი წოწერიები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოდ ციხეში, ისინიც თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ და თვითონ ბატონმა ელგუჯამ თქვა ასეთი რამ, რომ მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი საქართველოში, რომელსაც დაუკაკუნებდა სახლში კარზე მიხეილ სააკაშვილი და რომელიმე არ შეუშვებდა. და თუ ეს არის ჩემი დანაშაული, მაშინ მზად ვარ პასუხი ვაგო. წოწერიებს ადარდებთ ოჯახი, რომელსაც არცერთი მშრომელი წევრი არ ჰყავთ, ფინანსური მდგომარეობა გაურთულდებოდათ... სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი გამართლდებოდა, - ამბობს თამარ კორძაია. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი