აქციის სამზადისშია კახეთიც, საიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ორგანზიაებულად და მშვიდობიანად თბილისისკენ დაიძვრებიან. დედაქალაქში ჩამოსვლამდე ყველა აცხადებს, რომ დემონსტრაცია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თითოეული ადამიანის თავისუფლებისთვის იმართება. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა საბოლოოდ უნდა დასრულდეს.
"თავისუფლება მიშას" - ამ წარწერით სტიკერები გააკრეს გორში, კოლონა დროშებით კი ცოტა ხანში დაიძვრება. შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები თბილისისკენ ზუსტად 3 საათზე გამოემართებიან. რეგიონში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ახლა ქვეყნის განვითარებას ნიშნავს.
თბილისში დაგეგმილ აქციას სხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები 18:00 საათზე შეიკრიბებიან.
ამავე თემაზე: