პატრიარქის კურთხევა თუ იქნება, შევუერთდები - მეუფე გრიგოლი პეტიციაზე

გამოქვეყნდა:

"პატრიარქის კურთხევა თუ იქნება, კი" - ასე პასუხობს მეუფე გრიგოლ კაცია ჟურნალისტის კითხვას - შეუერთდება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას.

"პატრიარქის კურთხევით ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, სვეტიცხოველში შეკრებილმა სასულიერო პირებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს თავიანთი პოზიციები გააჟღერეს. მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს "აუცილებლად მოაწერეს".

განსხვავებული პოზიციას აქვთ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანესა და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ არ აპირებს, პეიტიციას ხელი მოაწეროს. რაც შეეხება მეუფე იოანეს, ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "დამნაშავეა, დანაშუალს არ აღიარებს და კიდევ "ხულიგნობს", რის გამოც შერიგება ვერ მოხდება.

პეტიციის ხელმოწერსათან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ის განცხადებები, რასაც სასულიერო პირები აკეთებენ, საპატრიარქოს ერთიანი პოზიცია არაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს. სასულიერო პირების ნაწილმა პოზიცია მასთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი