
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სუს-ს საკრებულოს შენობაში მოსასმენი აპარატურა და სიგნალის ჩამხშობი ტექნიკა ჰქონდა დამონტაჟებული.
"აღმოვაჩინეთ სპეცსამსახურების ორი მოწყობილობა, რომელიც ერთი დადასტურებულად გამოიყენება სიგნალების ჩასახშობად და ჩვენ მოვახდინეთ ამ მოწყობილობის იდენტიფიცირება, რომელიც მათ შორის გამოიყენება სამხედრო დანიშნულებით, ბოროტი რეჟიმების მიერ სიგნალების ჩასახშობად. ხოლო მეორე მოწყობილობა სავარაუდოდ, ეს იყო პორტატული მოსასმენი აპარატი. ეს არის უდიდესი კანონდარღვევა და "ქართული ოცნება" არაერთ სკანდალში გაეხვა.
საკრებულოში, მესამე სართულზე განსაკუთრებით დადიოდნენ გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები, მომიტინგეები ხედავდნენ, რომ ხდებოდა მათზე თვალთვალი", - თქვა ირაკლი ნადირაძემ
ლილე ლიპარტელიანის თქმით კი მოწყობილობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოთახში იყო განთავსებული.
ამავე თემაზე: