"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები არიან - ღუდუშაური ევროპარლამენტარებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშურის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს არა საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები არიან.

"სრულიად ნათელია, რომ ის ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, არ მგონია, რომ მათი რეპუტაცია იყოს დაცული და ეს პირიქით, მათ რეპუტაციას ძალიან აზიანებს. სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები არიან ლობისტები ნაციონალური მოძრაობის და მათ ქმედებას, ცალსახად ვამბობ, არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მათი მეგობრობისა, ეს არის მეგობრობა ნაციონალურ მოძრაობასთან, სააკაშვილთან, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებმა საერთო წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი