
ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა, რაც იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოთის მერობის კანდიდატმა 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს კი თავისუფლების მოედანზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
15 ოქტომბერს მან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი გამოაქვეყნა და განმარტა, რომ აქციაზე ყოფნისას უკვე ჯანმრთელი იყო.