გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე, ამ წუთებში, ორი პირი, ბაჩუკი ლატარია და ბიძინა ხასია იკითხებიან. შსს ჯერჯერობით გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს.

რაც შეეხება შატალოვას მკვლელობის საქმეს, ბათუმის ყოფილი ვიცე მერი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ზურაბ ბერიძის თქმით, მოკლულთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

შვილთან დაკავშირებული დავა, რომლიც ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძის შორის იყო, შატალოვას სასარგებლოდ დასრულდა, ბინა კი სადაც ანასტასია შატალოვა შვილთან ერთად ცხოვრობდა, ზურაბ ბერიძის მიერ იყო ნაქირავები.  

"შარშანწინ იყო ეს დავა ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება.

ბოლოს რომ ვესაუბრე ივნისის დასაწყისში მითხრა, რომ ახლა ბათუმში ვიქნებიო და თბილისი ბინა ოქტომბრის ჩათვლით გადახდილი აქვსო",-თქვა გარდაცვლილის ადვოკატმა.

ყოფილი ვიცე-მერის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ნივთები, სავარაუდოდ კომპიუტერი და მეხსიერების ბარათი ამოიღეს.

ცნობისთვის, გასულ ღამეს თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. 

ამავე თემაზე:

"გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს" - შს მინისტრის მოადგილე შატალოვას მკვლელობის საქმეზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი