უკრაინაში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარებისთვის - POG მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებში შუამდგომლობები გაიგზავნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. 

უწყების განცხადებაში დაკონკრეტებული არაა რა ტიპის დახმარების მოლოდინშია პროკურატურა. 

პროკურატურის განცხადებით, დადგენილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები.

უწყებამ საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი გამოკითხა, შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები. ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი