პოლიტიკური მოტივებია, იარაღი ჩაუდეს - ხობში დაკავებული ყოფილი ძალოვანის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ხობში, სპეცოპერაციისას დაკავებული ყოფილი ძალოვანის, ლექსო რაფავას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. უფლებადამცველის თქმით, ლექსო რაფავას იარაღი "ჩაუდეს".

დაკავებული ქუთაისშია გადაყვანილი. თუ რა შეკითხვები აქვთ მასთან სამართალდამცავებს, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

"კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, არის პრეზიდენტს სააკაშვილის მხარდამჭერი, აქტიურადაა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მისი დაკავება გამომდინარეობს პოლიტიკური მოტივებიდან.

ამ დილით მოხდა მისი დაკავება 4 საათზე, არ ვიცი, გონიერ და საზრიან ადამიანს, ადამიანი რომელიც წლები მუშაობდა შსს-ს ორგანოებში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძრვის დამნაშავეების წინააღმდეგ სტრატეგიის განხორციელებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, სახლში, საძინებელში, ავტომატს შეინახვადა?! ეს არის "ჩადება", - თქვა რაფავას ადვოკატმა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებლის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას ეუთო/ოდირს, დიპლომატებს და არასამთავრობოებს მიაწვდიან.

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდის. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი