"არ მაქვს უფლება კაბინეტიდან ვუყურო ასეთ ფაქტებს" - სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა 

გამოქვეყნდა:

სამეგრელო - ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება პირდაპირ ეთერში, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და მიზეზად ის რეპრესიები დაასახელა, რომელიც ხელისუფლებამ რეგიონში, არჩევნების მეორე ტურის წინ დაიწყო.

"არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა" - განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე

შეგახსენებთ, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

საგანგებო განცხადება გააკეთეს ყოფილმა სამართალდამცველებმაც და უწყების თანამშრომლებს მოუწოდეს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები. განცხადება გააკეთა შამახიამაც, რომლის სახლიც გაჩხრიკეს.

ამავე თემაზე:

"კარი თვითონ გაუღო, არ შემომიმტვრიოთ, ბავშვი არ შემიშინოთო" - დაკავებული ყოფილი პოლიციელის მეუღლე სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი