
ყოფილი პოლიციელი, რუსლან შამახია, რომლის სახლიც სამეგრელოში გაჩხრიკეს და იარაღი წაიღეს უწყებამ დღეს გამოკითხა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
"ფორმალობა იყო ჩვეულებრივი, ვინაიდან ამოიღეს სანადირო თოფები ჩემი, პისტოლეტი, აქედან გამომდინარე მოხდა გამოკითხვა.
რა ბედიც რაფავას ეწია, ჩაუდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა, სახლში რომ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ ანალოგიურად, მეც ჩამიდებდნენ. ვიყავით ჩვენ მაგაზე ინფორმირებული, რომ შესაძლებელი იყო დავეკავებინეთ", - თქვა რუსლან შამახიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ისიც და რაფავაც "ზედმეტად" მიიჩნია, რადგან ისინი "ქართული ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში უშლიდნენ ხელს.
ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს.