"ოცნებას" თოფიანი ხალხი შემორჩა... ნიადაგს ამზადებენ, რომ ხვალ ყოფილი პოლიციელები დააკავონ"... | ნიკა მელია სპეცრაზმელების მობილიზაციაზე

გამოქვეყნდა:

"ოცნებას" თოფიანი ხალხი შემორჩა... ნიადაგს ამზადებენ, რომ ხვალ ყოფილი პოლიციელები დააკავონ"... - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და სპეცრაზმელების მობილიზაციას ეხმაურება.

ბატონი ღარიბაშვილი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა პირადად სამეგრელოში რამდენიმე ქალაქსა და რაიონში რომ საკუთარ აქტივისტებს აღარ სჯერათ გამარჯვების, დაჯდა იქ გომელაურებთან და სხვებთან და თავში ხელი შემოირტყეს, სამეგრელო პირწმინდად გვაქვს წაგებული და რა გავაკეთოთო. პოლიტიკური კლასი, როგორც ასეთი, "ქართულ ოცნებაში" განადგურებულია და ნირწამხდარია და პოლიტიკის კეთება დაიყვანეს ლანძღვისა და შეურაცხყოფის დონემდე, მეტს არაფერს ისინი არ და ვერ აკეთებენ. და რა დარჩათ, შემორჩათ თოფიანი ხალხი. ერთადერთი, სადაც არის დისციპლინა შემორჩენილი "ქართულ ოცნებაში", სუს-ის, ჩვენი ინფორმაციით, 30 სპეცწარმომადგენელი არის მივლენილი ზუგდიდში რომლებიც ნიადაგს ამზადებენ რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები ყოფილი პოლიციელების...  ცეცხლს ეთამაშება მთელი ხელისუფლება ქართული ოცნებისა, - ამბობს ნიკა მელია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი