თბილისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სამეგრელოში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებას გამოეხმაურა, რომლის შესახებაც ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ხელისუფლება სპეცრაზმით ადამიანების ნებას წინ ვერ აღუდგება.
"არათუ აგებენ არჩევნებს სამეგრელოში, წაგებული აქვთ. მე არც კი ვუშვებ, რომ ქართულმა ოცნებამ რაიმე შეიძლება მოიგოს სამეგრელოში. გამარჯვება იქნება დამაჯერებელი და სპეცრაზმით, პროკურორებით და თოფიანი ადამიანებით, საზოგადოებას ხელს ვერ გადაუწევენ, ნებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ხომ გამორიცხულია",-თქვა ნიკა მელიამ.
გუშინ შიდა ქართლში მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული რეჟიმი მოქმედებდა და სამართალდამცველების მობილიზება ხდებოდა. გარდა ამისა, "მთავარი არხს" აქვს მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ შიდა ქართლის სამმართველოდან საპოლიციო ძალები დასავლეთ საქართველოსკენ გადაისროლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.
ამავე თემაზე: